გამარჯობა სიჩუმე!


გამარჯობა სიჩუმე! თითქოს მივენდე შუმერს
და ახლა თითო ღვთაება ცის კიდეს ურევს.
ლანდი ისევ დაება, ის გავს საუკუნეს-
ჩემი ოთახის კარებზე, თითს აკაკუნებს-
მე- ძილის პარილიზი სანამ თქმას დაასრულებს-
ვგრძნობ უმართავ კრიზისს, ნიავს ააბრეშუმებს.
ჰგავს გულის კათარზისი სავსე ნაგვებით ურნებს
და მუზის ანალიზი ძველი მითივით ბრუნვას-
მე არსი დასაწყისის ნაზად გამაწარსულებს
და ვხდები არავისი თითქოს სიცოცხლეს წურავს!
ვგრძნობ მოძრაობას ჩემში და ზღვის იალქნებს ვიშვერ
თუმცა გეზი ცრემლში ავლებს ზეციურ გიშერს.
მე ვეხუტები სინამდვილის უცნაურ მიზეზს
რომ ფანტაზია აჰყოლია რეალურ მიზნებს
და დაკარგული აგონია მოილტვის ჩემკენ
მე შევდივარ საც სტროფია და მერე მე მტკენს
ის აღმართავს დისტროფიას- რომაულ კედლებს-
და არსებობის ენტროპია სხეულში ვერ ძლებს-
ის ემსგავსება ისტორიას, თუმც არა ბერძნებს
არსებულ ტერიტორიას სცდება და ეძებს
ყვავილების იმპერიას რომელზეც მზე წევს!
და მე ახლა ეს მგონია, თუ ძალა შემწევს?
რომ ყოველივე დემონია რაც ახდენს ფერწერს,
თუ ანგელოზის მელოდია ჩემიდან მე მწერს,
რატომ ვარ იქ- მზე რო გვიან დატოვებს ფერდებს?
ეს ფარული გზა როდია? მე ვარქმევ ფარულს
და პოეტის პაროდია აკეთებს ჟღარუნს!
ჩემში მოკვდა ჰარმონია, სიწყნარე იბრძვის
ჩემში ნეტა რა ნოტია რაც ჩემს თავს იხსნის?
ო, ყოველი ბგერის ხაზი იქნება კრივი,
საც დავტოვე მტვერით ნაზი საფლავთა მწკრივი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი