თუკი ახლა მაგ შენს მკლავთა სილუეტებს ვერ ვიბნევ
თუკი ახლა მაგ შენს მკლავთა სილუეტებს ვერ ვიბნევ და მერე ვერ ვიცმევ- მაინც ასე მკვდართა ინვენტარი შენ გიცმევს და შთაგონებას ვერ მილევ. მე ვხედავ- ცა მთას რომ აოქროსფერდილებს და ვგზავნი ხაზთა უარყოფით წყვეტილებს, როგორც დიდ აზრთა მდუმარეულ წერტილებს შენკენ დებენ გადაპენტილებს! ვარ და ვენით შხამთა ვუშვებ შეშლილ ვერ ძილებს- პოეტურ დასთა მიმკვდარ ეპინეფრინებს! ემსგავსა ტბათა მწვანედ მცურავ რეპტილებს, მე ვხედავ ცხადს და ირეალურ რეფრენებს, ჩემში ვკლავ ცხრას და მეათასე ვერტერებს და ვიმკლავებ ემპირებს. მე ვაზიანებ ემბლემებს, და გადავცემ თეთრ მტრედიან ტოტს სიზმარს და ვუზიარებ შენს მწერებს, რომ მსოფლიოში ის მიყვარს! მე ვწერ ისევ შენს მკერდზე და ემსგავსება ცეცხლს მზეზე! შენს ნაზ და უმოძრაო თმის ძირებს ვერ გადავთარგმნი ბევრ გენად, თუმც მე ამგვარმა აზროვნების სიმწირემ მომანიჭა რეფრენად- ვფლობ უკვდავურად ერთ ენას! შენ წარმოსახვით გამომყვები ზღვის პირებს და შორით ვერცხლის ცენტნერად გამაგრებულ ცის მძივებს ყელზე გაბნევ ეთერად, ვით სატურნულ ინსტინქტებს. და ახლა თვალს ფილები აზიან ის ეჭიმება მერიდიანის კიდეს და ემსგავსება აზიატს. მე წერისას შევაწუხებ ლაკონს თითქოს ვებრძვი ჩინურ დრაკონს რაც მიქმნის უკვდავ ხასიათს. მე სიტყვები მაცვია და სული ლაპარაკობს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი