მე ვარ ენერგია!


მე მომინდი და დრო მიდის 
ტუგინსკის როგორც ბოლიდი!
რას იყიდი თუ დაიძრა ცით მეტეორიდი?
რას დახარჯავ ნივთების თუ გაიძარცვა ტბორი?
რას იპოვი თუ ბუნების დაჭკნა ზღვა, მინდორი?
რას მოელი თუ ყველასგან გაჰქრა ნდობის სახე?
რას ენდობი თუკი ყველგან იმალება მახე?
რას ვერ დათმობ თუ ახლახანს გეტყვიან რომ წახვალ?
რას გაივლებ-აქ ყოფნისას თუკი ლპები-ზრახვად?
ან რას იტყვი საბოლოოდ შენი თავის სახვად?

მე შევიძენ ყოველივეს რასაც ახლა ვნახავ,
ოღონდ არა ფულით, მე მას აზროვნებით ვსახავ!
მე ვიპოვი ფრენას როგორც მოქრის მეტეორი
და ამ მძლავრი  შეჯახებით ვტოვე მზეზე ტორი!
მე მოველი ყველასაგან არ ლოდინის რეჟიმს
რომ ცარიელი იყოს ჩემი წვა საუკუნეში
და ვენდობი ისევ ხალხთა გაბრწყინებულ თვალებს
მათით ჩემი პოეზია დუმს და მასაფლავებს!
მე ვერ დავთმობ, თუ მეტყვიან, სწორედაც რომ წასვლას,
რადგან-
აზრებს უწევთ დემენციით არაფერში გასვლა!
ტანჯვას ვივლებ აქ ყოფნისას და სიყვარულს, შექმნილს,
რადგან სწორედ ეს ხაზები მკლავს, ასევე მე მქნის!
ზეთქმულთ გამო, ვით ქარი ხეს, სული შემერხია-
ამ ყველაფერში უბრალოს და ვხარჯავ ენერგიას!
ვხარჯავ ენერგიას- რომ ჩვენ გვისვრის ერექცია
და ჩემი თავის სახვად ვამბობ- მე ვარ ენერგია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი