მე ვსაუბრობ ჩემში


მე ვსაუბრობ ჩემში ანუ გენში უფრო მეტს,
ვიდრე შენში ანდა ცეცხლში ან გარეთ!
მე თუ ვსაუბრობ დროეთი და პოეზია მიგონებს-
ეს არ დგას მიზნის ქვეშ- "ო, ვინმე თუ გაიგონებს"
მე მიგონებენ ხოდა, მაშინ მეც მოვიგონებ:
ამ მტვრიან ქალაქს, მშობლებს, გოგოს და ანტიგონეს!
მივცემ მარაგს ობლებს, ლოგოს- სტრიქონებს
და ვინმე ვინმეს თუ არ იწონებს-
იმათ პითონებს ვეტყვი იმ დონეს
რომ ყველაფერი ხდება,  რაც ჩანს გაიგონე!
აქ ორი მხარე კვდება, შენ ისევ ლითონებს
ადარებ ოქროს და თუ არ მოგრთო ვერცხლსაც იწონებ!
მე ჩემი აზრით თავს არ ვიწონებ
თუმც აზრთა სვლაში თუ მომიწოვე,
არ ვიტყვი ძაგში- "ვიხმარე და ის ვტოვე"
მე ყველა ქალში, სიამოვნებით მოგიგონებ!
შენ გინდა ბენტლი და ფეხებს იწუნებ.
რას იტყვი ეტლით რომ ვძრავდე ცის ტონებს,
ჰო, როგორც ზევსი ვტყნავდე მეფის ცოლებს!
პოეტურ ქსელში ვაბამდე მზის ტოლებს
და ვით პისტოლეტს ვისვრი ეპისტოლეს!
მე ისევ ვიცვამ საწოლში ინსომნებს,
ვარ უფრო სიღრმით ვერ ვარჩევ ზღვის დონეს!
მე მოვქრი წიგნით " მზე უნდა იწვოდეს"
და მისი ენერგია ყველას სულში ისმოდეს!
იყო დღეს ნიშნავს- ოლიმპოს წევრს,
ანუ წამი გღნიშნავს გავხარ მტვერს!
და თუმცა მე ვგავარ ინტროვერტს
ეს წამი შიგნიდან ოლიმპოს წევს-
და სადღაც იქიდან ჰორიზონტს სდევს,
ვხედავ ნაკვალევს ზღვაში თევზს!
ვხედავ სიწყნარეს- ანტი სტრესს.
ვხედავ ყოფნა უძლებს ამდენ პრესს,
პოეზიით ვახშობ მანიფესტს.
მე გულს აღარ ვაშრობ და მიფეთქს,
თითქოს ვეზუვიდან ვისმენ ბენგს,
სულში ვაქაოსებ ეპიცენტრს-
აქ ვგრძნობ უკვდავურად სიცოცხლეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი