ახლა სიცოცხლის არის დროება
ახლა სიცოცხლის არის დროება, თუ უკვდავების იყო უდაბნო? აქ ჩემს სიკვდილს და გარემოებას სურს მტვრით წასვლა და ქარი უნდა ვლოს. მტვერი რომელიც, უნდა მთრგუნავდეს, ქარი რომელიც, ფიქრს ემყარება. სიცოცხლეს უნდა ვინმეს უყვარდეს და სიკვდილს უნდა კვლავ შეყვარება! გარემოება გვიწყობს ფანტომებს, ხან ვარსკვლავების ცებზე ფრენა ვართ. ო, ეს სამყარო ადგილს არ ტოვებს და მოდულებს ქმნის სადაც ჩვენა ვართ! ო, აღმაფრენის დიდი წნევა მაქვს! ნელა მოძრაობს ახლა ქაოსი. ახლა ფეხებზე მეტად ვიღლები- ვიცი დრო მიდი უმოძრაოსი და როგორც წვიმა ჩემში ვიღვრები. პარავს, მიწვდენა პრიალს, ოცნებას და შემდგარია მცირე ფასადი, საც მცირედ ყოფნა მესაოცრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი