მე ნელა მესმის ოცნების ბგერა
მე ნელა მესმის ოცნების ბგერა ჩურჩულებს შორით არ მომხდარ რამეს შეუმჩნევია მისი ბედწერა უსასრულოა მისი სამარე! დაუღალავად შევხედავ ლოგინს და მომინდება დიდი ხნით წოლა. ოთახში სადაც მოძრავ მოლოდინს არ სურს რომ დარჩეს მიგდებულ ცოლად. ახლა პანიკა გამორთავს ღრმა სულს და მხოლოდ ტკივილს ანიჭებს გრძნობას, რომ მხოლოდ მისით მივქონდე წარსულს, რომ მხოლოდ მისით ვთქვა: შემოდგომა! კოშკიდან ანთებს იდუმალ სურვილს ჰორიზონტები წვირლდება ისევ. შექმნილს არ უნდა წოდება ლუვრის, შექმნილს ქუჩაში სჭირდება სივრცე! ახლა ეშვება მწვერვალთა მტვერი და ვიღაცისთვის იგი ნისლია! ამ ბუდოვნების მსურს ვიყო წევრი, სიმთვრალის გარდა- არ შემიძლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი