მე სიყვარულის მორევში ვიჯექ


მე სიყვარულის მორევში ვიჯექ,
თუმცა გავიდა ხანი და ვრჩები.
სხვისი თვალები თუ ისევ ძირს ჭექს
ჩემი თვალები ტრიალებს მელნით.
და ჩირაღდნები გვჭირდება აღარ
რადგან ლამპიონს დავეძებ ქუჩით-
და პეპლებივით მიფრინავს ლაღად
მოგონებებში: თმა, სახე, ტუჩი!
ო, მოძრაობას რომელსაც ვიწყებ,
ო, სიმარტოვეს რომელსაც ვიქმნი-
შემოიკედლებს ფრთებიდან ცისფერს
საუკუნესთან ერთად რაც იძვრის.
ადამიანებს რომლებსაც ვტოვებ,
არ მენანება და არც მაქვს ნება:
თუ შემოახვევ ვიღაცას ტორებს
და არ გაუშვი- საშინელება!
ჯარი წერის და ჯარი სიკვდილის,
არის კერა და ნახალი ბრბო.
წამის მეასედს დახარჯავს მილი-
ახალი ერა! ახალი დრო!
ახალი ვწერ და ახალი ელავს,
ახალი სიტყვა, ახალი მდუმე!
იყო შემთხვევით და ახლა მელანს
შემოჰხვევია თვით საუკუნე-
ვაწობ და შთანთქავს მდინარეს ნელა
ტრიალებს ისევ კოსმოსის ბედი!
და ახლა უყვარს მელანი მელანს
და ისვრის სიტყვებს ვით არბალეტი!
და ედგარ პოდან თუ იყო წყევლა
მასაც ჩემსავით რეცხავს ტვალეტი.
ადრე მინდოდა გოგოსთან შევლა
და ახლა მინდა მხოლოდ ბალეტი!
აღარ ვცნობ ლანდებს და მეჩვენება-
უსილუეტო ოთახის ირგვლივ
წარმოსადეგი არის თენება
და მე არავინ არ მადგამს გვირგვინს!

აღარ ვცნობ ლანდებს რადგან ვშობილვარ
და მე ეგ ლანდი თავად ვყოფილვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი