გავიხადე ფრთები


გავიხადე ფრთები და კოსმოსში ჩანს წერტილი.
ახლა ისე ვთვრები, მაქვს სახე გადაწყვეტილი-
ცივი, როგორც იარა დასმული ჰორიზონტის!
ვინც ცა არ აღიარა- დემონური პროფილი
უკარება თვალებით, გვერძე გადაყოფილი.
ჰგვანან ისევ ცვალებად ათასეულ ღამებად
გახდილ მათი ტანებით ფრთები მიტოვებული
და პოეტურ გამებად უკვდავება დამება,
ჯობდა აღარ გამება სული ინტროვერტული.
მომეჩვია მხოლობით რიცხვში ღრმა ჩაფიქრება
დამეკარგა გვირილა, როგორც თეთრი ფრინველი.
შეუმჩნევლად წავალ და უხსოვარი იქნება
ლექსი პოეზიიდან, ჩემზე სილა პირველი!
მტვერი ზეცის ნინველი, ზღვებზე უფრო მღელვარე
უშორესად შემიქმნის ჩემს ბუნდოვან სახებას
ასტროლოგი მასხარა მიაწვება მწვერვალებს 
სატანური სიცილით ყვირის და ეჯახება.
პოლუსური ხიდებით ქმნა ლუციფერს ერგო
და თევზივით მომყვება მე მელანის წვერი
თუმცა ,ჩემო ძვირფასო, ჩემი სუპერ-ეგო
შენიღბული დიდებით არის არაფერი!
არის არაფერი თუმცა დროებაში ღელავს.
მე მძულს იგი რადგან ფლობს დაწყევლილ მელანს!
არ შევისხამ ფრთებს, რადგან გავიხადე ფრთები,
რადგან იმის თქმა, რომ სადმე გავფრინდები-
ლამაზია, თუმცა მეჩვენება ფიქრად:
ოცნებების სტიგმად, რაც გვინდა რომ მოხდეს.
როგორც ტენოჩტიტლანს დაეცემა კორტეს!
მხოლოდ მე დავრჩი ლანდს, პოეზიის გლობალს-
ცოცხალი ოცნებების მკვდარი რეალობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი