ახლა სიჩუმე საუბრობს ისევ...


ახლა სიჩუმე საუბრობს ისევ
და დაძრულია უკუნის შიში-
სადაც შეგრძნების ნაპერწკალს მყისვე
შემოეხვევა ახალი ჯიში

გაფიქრებული ოცნების ფენა,
სილურჯე კვდება რაღაცის გამო.
ო, სამუდამოდ არ არის სცენა.
მკვდარი ქარები ქრის სამუდამო!

პლაჟზე ხაზია, ხაზზე მშვენება
უეცრად ჩნდება ცაზე ბრწყინები.
მალეა თიშვა, ხოლო ჩვენება
არის სიბნელე და იყინები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი