იყო ადრე ცოცხალი, ახლაა მოჩვენება


ჯერაც ნაზად მიქრიან გულში მოლოდინები
მწუხარეა ოთახი, აღსავსეა ჩვენება.
იდგა მსგავსი მსოფლიო და პოეტთა ბინები
იყო ადრე ცოცხალი, ახლაა მოჩვენება!

უკვდავია მაგია გახელილი პოეზის,
არის ლანდთა არმია და სიკვდილი მინდება.
არასოდეს მოხდება კრიზისი ასოების,
თუმცა ,სამწუხაროა, სხვა კრიზისი იქნება

მხიარული თვალების, მომღიმარი დროების,
ან შეშლილი ვნებების, სიყვარულის რეტია-
და მოხდება სიკვდილი ჩემში მდგარ სასოების
რასც არ ელის კრიზისი მხოლოდ ალფაბეტია

ბედნიერი ჰორმონის ასხლეტილი წუხილი
წყევლას შეესახლება და ტყეებში ღამეა!
ახლა ყველაზე მარტოდ გამოჩნდება ქუხილი,
ჩემში ყველაზე მარტო უსხეულო რამეა!

ჯერაც ნაზად მიქრიან გულში მოლოდინები
მწუხარეა ოთახი, აღსავსეა ჩვენება.
იდგა მსგავსი მსოფლიო და პოეტთა ბინები
იყო ადრე ცოცხალი, ახლაა მოჩვენება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი