ოდესღაც მქონდა ბინა, ახსოვთ თბილისის ქარებს
სანამ ინათებს დილა, სანამ საღამო დგება, სანამ ღამეა ირგვლივ და ყველაფერი კვდება- მე კვლავ მეძახის სილა და სამუდამო კრება სასაფლაოთა გვირგვინს ჩემი საფლავი რჩება! ასე წლებიდან წვეთავს წამი ყოველი ყოფნის და დგას თორმეტი რიგი და მათ ეს წამი ჯობნის, შთაგონებიდან ფეთქავს და უსხეულო პროფილს ბრინჯაოსფერი ქარი ნელა შეუშვებს მორფინს და იქ ყვავილი დგება და ის სიცივე მომწონს და სამარესაც, მე და მარტო მყოფობა მოვსპობთ! ამოინგრევა მიწა და არ არსებობს აზრი ფიქრი აღარ დგას ჩემში ვარ ცარიელი ხაზი. მე მაგონდება წინათ... და ვერ ვპოულობ კარებს ოდესღაც მქონდა ბინა, ახსოვთ თბილისის ქარებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი