რას დავემსგავსე
რას დავემსგავსე, ადრე თვალში ქროდნენ ცეცხლები. ახლა ბრაზით და რელიგიით შეპყრობილი ვარ. სადაც ინათებს საკუთარი თავით შევრცხვები სადაც ღამეა იქ ღმერთივით შემოსილი ვარ! ქარი ჩამოხრის გაზაფხულის ნაზ ჰარმონიას და ჰორიზონტთა ხაზებზეა თვალთა ელვები. ჩემში ღმერთიც და დემონიც კი გამიგონია, თუმცა ჩემგანვე ჩემივე ხმით რომ ვიდევნები...? პარალელურად დამახინჯდა აზრთა მსვლელობა და უფრო ადრე შემეცვალა გრძნობის სხეული! და სიყვარული მეჩვენება, როგორც მკვლელობა. ხოლო მკვლელობა მეჩვენება ვით სიყვარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი