ნაწვიმარი ვიტრაჟები...


ისევ სამსახურში ნაწვიმარი ვიტრაჟები,
სხეულს არა უჭირს, მე შიგნიდან ვიტანჯები!
ისევ არსებობის შეუმჩნევი გრადაცია
თითქოს კრიზისია ღვთაებრივი პანაცეა!
ახლა უშორესად ჰორიზონტის დგას ნისლი და
წამში ცის ეთერი ათას წელს და კანს იცვლიდა!
მხოლოდ სამყაროა ახლა ისევ ულმობელი,
თუ ეს ხასიათი? რაც ვიყავი აღარ მახსოვს!
მაინც სინათლეა სიბნელეში უქრობელი,
დაე, პოეზიის სურნელება გაიფანტოს,
რადგან ყვავილებში აღარ სუფევს მოძრაობა,
რადგან ზამთარია და ქაოსის უძრაობა!
მთიდან ლანდმა დააგორა საბურავი-
და მზე არის ახლა ირგვლივ სახურავი!
საუბარი შეწყდა, როგორც გზა შინისკენ!
სურვილები კვლავ გარდაცვლილ კავშირისკენ
ექანება როგორც ტალღა ქარის ველებს,
ნუთუ ახლა? ნუთუ ახლა დრო გვიანობს!
დაიწყო და აღარსდროს დაისვენებს,
მოგონება, მოგონება ოკეანობს!
ზღვამდე არის უკვდავების მკრთალი ხაზი
რა დიდია ზღვის ქაფების აქანდაზი!
რა მოძრაობს ამ წუხილით ახლა ჩემში
არის გენში და მდუმარეა ქუხილი-
სად უძახი, სხვები მუდამ არ არიან.
მხოლოდ მარტო ყოფნა ახლა გაბარია!
იყავ მარტო, იყავ განზე, იყავ ერთი
დაე ვიცნო, ხოლო მოკვდეს ცოდნის ღმერთი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი