1000


მე შევეცადე გამეზომა 1000 მეტრი.
და შევეცადე გამეზომა 1000 გრძნობა.
და ვერაფერში მივაღწიე იმაზე მეტი,
რომ ყველაფერში აყვავილდა იდუმალობა.

მე შევიგრძენი მე-20 წრეს 1000 ბიძგი.
და შევიგრძენი უშორესი 1000 ქროლვა.
და მე ვერაფერს შევალიე ტანჯვა და ზიზღი.
არარაობას შემალია სითბომ და ბოლმა.

1000 მილით დაიფარა ახლა მანძილი.
კვნესის ოქტავა და იწვება ნაზი ანდანტე.
დააცემინე-უნებურად 1000 წილით
და მოციმციმე ალერგიით ცაში გამფანტე!

ახლა წევხარ და ოცნებაა-როგორ გადარჩე.
რადგან უშენოდ ყოველივემ დაკარგა ფასი,
რადგან ვენებში სევდიანი შეუშვი გაზი.
მწამდი. დამახრჩე.

და მოგონებით ამოვარდა 1000 ტუში.
ჩახატულ თვალებს ეორთქლებათ ცისფერი ქარი.
და ახლა მხოლოდ მოგონების დამრჩა ნიმუში.
და ისევ გვერდით შენი არსის არვითარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი