ძვირფასო, განაჩენს მოებნენ ზარები


ძვირფასო განაჩენს მოებნენ ზარები
და ახლა მოქრიან შორი მწუხარებით-
ვერც მიკვირს- ჩემს ირგვლივ 
იდგამენ ჩემს გვირგვინს 
და შემდეგ ქრებიან მოლურჯო მხარებით!
მთელი მდუმარებით ქუჩებში ყინვები
ცისფერად მართმევენ ჩემს ჩვეულ ბედნებას.
მე წავალ და მერე წასული ვიქნები
და აქ კი წიგნების ტომები მექნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი