რა ბნელია დიდება! ნათელია დიდება!


რა ბნელია დიდება! ნათელია დიდება!
თითქოს ადაპტირდება მასში ყველაფერია
და სევდიან ხიდებად წვიმა ჩამოდინდება
კოსმოსივით ვლინდება, თუმცა არაფერია!

ისეთი გარინდება სუნთქვაც არ მოგინდება,
სამარეში მინდება მხიარული თვალები!
მშვიდი გამოღვიძება სწრაფად დავექანები
სულ სხვა ოკეანებით, იქ მსოფლიო იქნება!

შორეულ დაბინდებას შერეული ღვივდება,
შემოდგომას სცილდება აბროლილი ქარები,
წყვდიადი გადიდდება მტვერად მიეკარები,
ნაფიქრ-ნასიზმარები დგანან შიზოფიდებად!

კვლავ მკვლელია ხიდებად თოვლთა გადაფინება
მწვერვალებს ეყინება სულ პირველი ასული!
ის რაც ახლა იწყება ელის მას დასასრული
და რაც ხდება წარსული ისევ განსაწყისდება!

და უცხოა ალმური გრძნობაზე მტარვალური
უსუსური ქარ-მური აწყვდიადებს სიზმარებს
ისევ ხმა უცნაური გაგონებას იკმარებს
სულ სხვა ნიღაბს იფარებს და არის დაფარული!

და ვთქვი არის დიდება- არაფერს ეზიდება,
რომ არსებულს სცილდება, არც ოლიმპოს მითია,
მაგრამ მაინც გჭირდება, რადგან თავად ტვირთია,
სამარემ ჩაითრია და შიშის ერიდება!

პოეზიურ გიდებად მოჩანს ლექსთა წიგნებად
ჩემი ხმათა მიგნება, ჩემთვის ყველაფერია
და სევდიან ხიდებად, კოსმოსივით ვლინდება
თითქოს ადაპტირდება, თუმცა არაფერია!

სცენაზე შეფრინდება ვარსკვლავივით ჩაუვლის
პოლარი იტვირთება: ცაზე დღესასწაული!
სამუდამოდ გრილდება შინაგანი აურით
და რაც იყო ხმაური არასოდეს იქნება!

შემდეგ უფრო მჭირდება სადაც თმები ვლინდება
მთებისავით იღლება სამუდამო მშვენება
რაღაც მომაგონდება სილა მიეშენება
ის ფასადი ექმნება საც არ ჰქონდა მხილება

იდუმალი იქნება შემდეგ ეკიპირება
რადიოს ეფინება კვლავ მაღალი ქარები
არანაირ ქმნილებას შეეხება წამები
მწვერვალებს ეტანები და მიწისკენ იხრება!

როგორია განწყობა, როცა ისევ იწყება
იგივე დაბადება ან შეცვლილი ბორბალი?
უქმად არ იცხადება თუკი სადმე მომკალი
იქ მუდმივი ონკანის პოეზია იღვრება!

სხეული დაიღლება სანამ მიესვენება
თუ ცის ფერი სველდება გახსენების ფერია
სამუდამოდ ნელდება რადგან ზღვას შეერია
ის ზღვა საყვარელია და აღარ მიძნელდება!

შენნაირად ვრცელდება გენში თეთრი ოცნება
რომ ისევ გაოცდება მსხდარი ის მწვერვალები
ადგილს არ ჩამოცდება და მრავალფერ ალებით
ლურჯი იდუმალებით შენთვის ისევ მოცდება!

რა ბნელია დიდება! ნათელია დიდება!
თითქოს ადაპტირდება მასში ყველაფერია
და სევდიან ხიდებად წვიმა ჩამოდინდება
კოსმოსივით ვლინდება, თუმცა არაფერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი