ო, ჯერჯერობით სახეა გრილი


ო, ჯერჯერობით სახეა გრილი
სამარე თბილი, მიწის ქვეშეთი
ფარავს რაც ასე გვახურავს ლილი
და შეღებული დგას ჯოჯოხეთი.
ღამით სრულდება სურვილთა მწკრივი
და გადაღლილი ისევ ფეხები
კვლავ სიმარტოვით დაწოლილ სილით
გულის იმპულსი დგას შეფერხებით.
არც მოძრაობით აღარ მეხებით
ჩემს სისხლძარღვებში შეუშვეს გაზი
სიზმრის ბილიკებს არ ვეჩეხები
და სიცხადეა ყოველი ხაზი.
რა სინაზეა რაც ასე იწვის
უჩინარია მწვერვალთა კლასი
ახლა მდუმარედ ცა გამოიცვლის
და სიცოცხლეა ახალი ფაზის
ახლა სამარეს არავინ აზის
გარდაცვალება იწყება რადგან
დამშვიდებული ფიქრების ბრაზი
გაგიჟებული სარდაფში ჯაზი!
შანსი რომელიც მოფრინავს ერთხელ
და ზღვის გარშემო ყოველი პლაჟი
აღიქმება ვით უდაბნოს ვაჟი
და ქალიშვილი არავის ეძებს!
ო ჩემს ოთახზე მაგონებს ქარი
ქარი მოყვება ჩემზე ლეგენდას
შერხეულია ფარდის ზეწარი 
და პოეზია მომეხსენება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი