ახლა ვხედავ და თან წარმოვიდგენ


ახლა მინდა რომ ქარივით ვიდგე
მე შემეჩვია ოთახში ყოფნა
ახლა ვხედავ და თან წარმოვიდგენ
სხეულზე ადრე, რომ სული მოკვდა

და მიაქანებს სილების ველებს
რაღაც უცხო და ლურჯი ოცნება
მოულოდნელად სხეულს მისველებს
და სულზე ადრე ხორცი მოკვდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი