მე არ მივყვები ქრისტეს ცხოვრებას


მე არ მივყვები ქრისტეს ცხოვრებას
მე ჩემი გზა მაქვს, ვარ წარმავალი!
არის ბიწიერ სამყაროში გასხივოსნება
არის სხივების სამყაროში ჯანღი მრავალი!

დამაქვს თვალებში სიღრმის არსი და გაკვირვების
ახლა მდუმარედ შეირხევა სახის სიზმარი
რა დინებაა- სწრაფი არის გასვლა კვირების
რიგი მშვენების არ არსებობს, თუკი მითხარი...

ახლა ურყევად იგვიანებს რაღაც უფლება
მოსჩანს წასვლა და ახლა არის რაღაც გვიანი-
რომ შეიტანო სულის თავისუფლება
რომ შეიტანო გულით ადამიანი!

სად მდელოებზე ქართა იყო გადაცხოვრება
ამგვარ უდაბნოს შიგნით რა სურს- მტვერი არ არის
მე მომიწოდებს ჰორიზონტი დამახსოვრებას
და რომ არსებობს პოეზია- ვარ წარმავალი!

მიჭირს- ვალია რაც წარმოთქვი- არის მანქანა
ბრილიანტებად ჩნდება ხოლმე ცებზე ნიშანი
წამი როდესაც სიმარტოვემ გადააქანა
და ახლა არის მისი არსი აღსანიშნავი!

გამოყოფილი მიწისგან ვპყარ სარკეს თვალები
ახლა ვიხსენებ ტუჩებს ბლებიანს.
და ჩემს ქუჩაზე ქარი არის გადაგვარებით
და ჩემს ქუჩაზე საფლავებია!

შემდეგ ქარიდან დავბერავ მარცხნივ
ვიღაცას ვეძებ- რა თვალებია!
როცა ოცნებას ზღვებივით ხაზის
თურმე მიზანი დამთავრებია!

რა ლურჯი არის ღამის ოცნება
ახლა წვიმაა სახის ჩრდილები
მე ის სამყარო მესაოცრება
როცა მხედავენ სხვა ყვავილები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი