ახლა სიჩუმე ტუჩებით შემხსნის


ახლა სიჩუმე ტუჩებით შემხსნის
როცა ნაზია ღამის სინესტე
ეს გაღვიძება არავის ესმის
იქ სიმარტოვე დადის ჩრდილებზე

სადღაც წვიმაა ყვავილის ფრთაზე
და საუბარი თითქოს ბლუზია
მე ვემგვანები ფიქრებს იმ მთაზე,
ჩემში სიბნელე და ბურუსია!

რატომ შეჩერდნენ წამები ვერ ვხსნი
ღამით ყოველი ფერი შავია
ეს გაღვიძება არავის ესმის
და დიდებული სანახავია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი