ოთახს ჩამოაცვა ღამემ ცივქარება
ოთახს ჩამოაცვა ღამემ ცივქარება ახლა ფეხები მაქვს ძლიერ დახორკლილი ვგრძნობ რომ ოთახიდან რაღაც იპარება ვგრძნობ რომ მივატოვე ხორცი გამოთლილი! სულზე საუბარი ჩურჩულს ემგვანება მოდის საშინელი ლანდის სამსახური ვიღაც სადარბაზოს სწრაფად ექანება, მგონი მივატოვე მხარე დასახული! გრილად დამიბერავს ფრთების შეფარება ახლა გვირგვიანია ყოფნის ავერსია ფიქრებს ასამარებს უცხო შეღამება ვგრძნობ რომ მიტოვებაც დიდი ალერსია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი