ნაწვიმარი მემსგავსება ქუჩა


ნაწვიმარი მემსგავსება ქუჩა
სულ სველია ახლა ჩემი სახე
პოეზიას ვიმეორებ ტუჩად
ღმერთო, მგონი რაღაც გადავლახე.

აღივსება სულით უფრო სევდა
ტყვიასავით გამაქანებს ეგო-
მე ასული დადიანზე შემხვდა
ეს წარსული ძლიერ გამომეყო!

აღარ არის ის უმანკო მზერა
შეჩვეული ოთახების რიგებს
ვიმეორებ, პოეზია მე ვარ
მიდასტურებს ცხოვრება რომ იგებს!

ქარებიდან დაშვებული ფოთლის
უარყოფა მემსგავსება ახლა
სამუდამოდ მივაწვები ყოფნის
და ცხოვრების უღმრთოდ გადალახვას!

გადახრილა პოლიუსი ზურგზე
და დაძრულა გამდიდება მთაზე-
ახლა ისევ იარა მაქვს გულზე
ახლა ისევ იარა მაქვს ფრთაზე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი