აღმასვლა მთვარის, ქუჩაში ქარი...
აღმასვლა მთვარის, ქუჩაში ქარი ტოტები ხარის სიმბოლოს სახავს ესპანურ მკლავებს, გერნიკა ლახავს ო, თითქოს მყლაპავს, ვიყავი მთვრალი, მწერალთა სახლი არაფერს ვწერდით შობის დღეს იმ სახლს ბავშვები ვრევდით მოგყვება თვალი და აღარ ვფრენდი! შესული ალი ორგანიზმს აცხობს იწვის ცოცხალი და ჰაერს ვარცხნის მუდამ ჩრდილივით სიკვდილი მარცხნივ და რაა ახლა თუ დამამარცხე?! არ დავდგა სახლი მე და ან არც ხე გამოაქვს ისევ შავ ზღვას სარეცხი ბრუნავს და გვაკრავს ღამეს, მეც ხაო კვლავ ჭუჭყიანი დგას სამრეცხაო არ მოძრაობენ არც მანქანები! მე არაფრისკენ მივექანები, და სილის ფერი აზრთა დროება, აქ შეცვლილია გარემოება მე ვეღარ ვიცნობ და ვეპარები ჩემი ანათებს მხოლოდ ფარები და მიგატოვებთ როგორც ფარვანა თქვენი სიცივე მე აქ მკლავს განა, არამედ ცეცხლი რაც დგას თვალებში რომ სამუდამოდ ვჩანავართ ატომში და ჩემი სახლის ვიწრო ტუალეტში ისევ ჩიტია ვინტილატორში! სიგარეტს ვუშვებ, ჩიტი ბეღურა იხრჩობა და მეც თითქმის გამოვშრი. მაშინ ჩემს ქალაქს შიში ეხურა როცა ლექსივით ჰანგი წარმოვშვი! ახლა მაოცებს ისევ ბავშვები რადგან არა აქვთ იდუმალება ახლა შიშველი არის წამება ოდეს მსოფლიოს ნეტა არ ვეშვი! მაინც მწყინდება ყოფნით და პეშვიც პოეზიაში იძენს კიდურებს ახლა მსოფლიოს ყოფნის გარეშე ლურჯი უფსკრული ისევ მიყრებს და უცნაურად იქმნის შემთხვევას რომ ჩემკენ მოქრის რაც არს წერილი ფოსტალიონის გზებს დაემთხვევა შენობებისკენ გამოშვერილი! მოვიწყებულა მზერა კაცთათვის ჭეშმარეტიბის, კვდება ყოველი. შენ გიყურებენ ახლა და მათთვის აღქმულ იქნები როგორც ცხოველი! უკედაგენოდ ბორგავს კარმა თვის ისევ წრეზე ზის ყოფნის აურა. ხალხი სიკეთის ნაცვლად ჭას აწვდის თუკი სიმართლემ გაიხმაურა! ო მომსპარია ნერვთა ქალაქი უნუგეშოა შიში სტროფების! ვიხუჭები და მძინავს კანაფით, ყვირუები ძირს შპრიცი ცოფების! მათზე მშვიდია ის ღვარცოფები, სადაც მეწყერი ყლაპავს მიდამოს ჭუჭყიანი ვარ ამ შეტოპებით ჰორიზონტივით მსურს დავიმალო! შეწუხებული სახე მეძახის აგე დიდება, აგე ძალები და ეს ზოოპარკი ზიზღით მესახის და ჩემი სახლის რკინის კარები...! და ჩემი ეზოს უცხო მეგობრებს არც ნაცნობივით არ ვეკარები დაკარგული მაქვს ჟინი თვალების ჩემი იმედი ძილში ვარდება ძალა იქნება კვლავ გამკლავების
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი