წუხელ ზეცაზე მთვარე ეკიდა


წუხელ ზეცაზე მთვარე ეკიდა
ბნელი ხელები ჩემს სულს იჭერენ-
მე პოეზია გამომეკიდა
და პოეზია აღარ მიჯერებს!

ახლა სამარე ერთადერთს მოწმობს
და მას მუდმივი ზეცეთი იცავს
სულში ვიგრძენ რომ რაღაცა მომსპობს
და მივატოვებ დაწყევლილ მიწას!

მე უსასრულო განედი მყინავს
ახლა ვიხსენებ ზღაპრიდან შორ პონს
და მე უბრალო მშვენება მიყვარს
და უსინათლო თვალები მომწონს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი