ყველაფერი ნებადართული რომ იყოს...
ყველაფერი ნერბადართული რომ იყოს რა იქნებოდა დართული ყოფიერებას? და ყველაფერი რომ იყოს სად წაიღებდა ჰავა ლმობიერებას? ჩაძირულია ზღვის ფსკერზე ლექი გონების დაწაფებული იხვეჭს და ძიძგნის ლეში ქონებას აღარ იქნება სიხარული გამოგონების და არ გაჰყვება ვიზული არც მოგონებას! ახლა რომ ვწევარ და ვუმზერ სარკმელს იქ ხომ ქარია გრილა და წვეთავს, ისევ უფსკრულის დამყურებს სარკე ისევ სივრცეში წამით ვერ ვბედავ. დაღალული მაქვს მზერა თვალების უფრო მიმუქებს თქვენი დღეები მთებზე შემჩნეულ ერკემალების ისმის სირბილი როგორც თვეები. უკეთესია ჩემი საღამო თქვენსაზე უფრო, რადგან ვიძინებ და მე არც ერთხელ ან და არასდროს აღარ მექნება მსგავსი სიმძიმე უკეთესია ჩემი საღამო მზე კი ჩავა თუმც შუქი დარჩება ისევ წითელი ცა გადარჩება მხოლოდ მზერაა დაუსაბამო. ვუსმენ ჰორიზონტს შოკში ვვარდები რადგან ზღვებიდან მოაქვს მკიდებად ცაზე ელვარე თეთრი სანთლების მარადიული გადაკიდება. იქით შიშველი ტყეა ზამთრებით შეპარებული დააქვს სიბერე სხეულს ვეძლევი და დანართებით ერთი ჩასუნთქვით თუ გავიბერე მერე სიმღერას მიაქვს კანტები ჰაერს დარჩები თუკი იბგერებ. ისევ მზად არის სიზმრის ჩანთები მერე დავწვები, აღარ ვიმღერებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი