მე რომ ვათენებ და არ მბეზრდება
მე რომ ვათენებ და არ მბეზრდება ეს სურვილების სახე არ არის ქვეყნად სიწყნარე ახლა სად არის? ზღვაზე პლაჟები აღარ გრძელდება. კვლავ იმედისგან მოდის სიცივე, იქ ყვავილები შენით ვერ ძღება, ყოფნის სახლი და შორი სიმძიმე მოგონებების მარში ჩერდება! მე მახსოვს ფიქრი რომ გადავლახე, მე მახსოვს ქარის განმეორება და ზამთრით უფრო თბილია სახე და სხვა გზით მივქრი ლამპიონებად! დავარდნილია შეგრძნება ფრენის ახლა გაფრენა არ პრიორდება! გადავეშვები როგორც ჩაფრენის მძლავრი სიჩქარე მემახსოვრება! ოთახში ისევ არის სიჩუმე და მე ოთახის გარეთ ვჩუმდები! მე უსასრულოდ არ დავბრუნდები და დაბრუნების უსაზღვროება სცდება სივრცეს და სცდება დროებას და მისი თმების ინიციალი და მისი სახის კლდე იზმორება! ტანზე შეშლილი ცისფერ სიზმარის გახდილ მორევში ბრუნავს გახედვა ქვეყნად ქაოსში ახლა ვინც არის და სიმარტოვე წყნარად არხევდა... მე რომ ვათენებ და არ მბეზრდება ეს სურვილების სახე არ არის ქვეყნად სიწყნარე ახლა სად არის? ზღვაზე პლაჟები აღარ გრძელდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი