ოკეანეს ვსვამ სილურჯე მიპყრობს


ოკეანეს ვსვამ სილურჯე მიპყრობს
ცისფერი ქარი არავის იხმობს
მკვდარია მხარე, რა არის ჩემში
ოკეანეზე ბევრი ან მწარე
მე მეძახიან სიზმრები შენში
მე მეძახიან- გავდივარ გარეთ!
მაცვია სევდა, მაცვია ლეში
იქ სადღაც ხეში, ფრინველი მხედავს
და ახლა ვბედავ ვეკითხო ქარებს
რა არი ჩემში? რა არის ჩემში?
ამბობენ: სიღრმე და ბნელი მხარე!
საათი ითმენს მშვიდი აქვს ნერვი
მე არ მაქვს ბევრი წამი და ცოდნა
ოდეს ჩავქრები ქაოსის წევრი:
ის მაინც ითმენს საკუთარ ყოფნას!
ახლა ვუმზერ და ვამბობ: საით მთებს,
ან ვარსკვლავამდე რაა ცხოვრება?
იქ თითქოს ადრე ერთხელ აინთნენ
და მე კი მუდამ მემახსივრება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი