ხომ გახსოვს ქუჩა, ხომ გახსოვს სახე


ხომ გახსოვს ქუჩა, ხომ გახსოვს სახე-
შენ გყვები ტუჩად- თუ მოხვალ მნახე.
რა გიღირს გზაზე, წვიმაში ვჩნდები
და თოვლი უფრო მახსენებს ღამეს.
მე ყოველ დილით ვიღვიძებ ვკვდები
და როცა მძინავს მკვდარ თვალებს ვახელ!
ოცნების დიდი ნაწილი მღერის
გაქრება ისევ სახლიდან ქარი
და შენკენ ჰაერს აქროლებს ფერი
ფარდაზე ვამჩნევ, შემოდის მკლავი!
მეხვევი ისევ და წვეთავს ქუჩა
და მახსოვს შენი თვალები ურჩი!
სახელი შენი დროს გადაურჩა,
მე დამაბრუნებს ეგ ნაზი ტუჩი!
აღარ მინდება სამარე მტვრების
თუმცა ოცნებაც არ არის სანდო-
ზღვებზე მიცურავს თოვლი მინდვრების
თეთრი მარადით რომ მომელანდო!
სადღაც ეფლობა კომეტა შვების
ახლა მზერაა ძლიერად ფართო
ასე დაიწყო მორევი გზნების
და ემოცია უმისამართო!
ვით საშინელი აღმოჩნდა სილა
ასე მკვდარია ყოველი დილა
და ჩემს ოთახში ღამით ვარ მარტო-
და მოსიმიან კვირების გმინვა
აღარ არსებობს სიტყვები მთქმელი-
ტალღები მძიმე და საშინელი-
მე რომ ოცნების სიკვდილზე ვდარდობ
იქ ცისფერია ნოემბრის ქარი
და ახლა ჩემზე არაფერს ვამბობ!
არ იყო ღამე მაშინ და თოვდა
და მოგონება ზღვებით დაღალე-
აქ ჩემს ოთახში ხმა არ დამშორდა,
სადღაც ახლოში შენ ხარ და ღამე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი