სადღაც


სადღაც კლდეზე ტუნდრით
თითქოს მზით გახუნდი,
და ახლა გთხოვ დაბრუნდი
არ აფრიალებს იფენს
ქარი ველთა გუნდით
არ აგვიანებს იფრენს
და ლამაზად ირბენს
მოგონება, ცდუნდი!
და ახლა მე ვარ მუნჯი
უდაბნოს სილა ყვება
თუ როგორ განადგურდი
თუ როგორ იღუპება
და აღარ იყურება
ჰორიზონტისკენ თვალი
ო, წაშლილია კვალი
და ლექსი იუწყება
იქნება შორით, მალე
ღიმილი უმორეო
ვით მიჰყავს ნაპოლეონს
ჯარების ნიავქარი!
და ახლა ბრუნავს წამი
არ დაბრუნდება საგნად
ცხენები ისევ ლაგმად
მორჩილებს, უცხო ქალი
არ არის ბედის წერა
და ახლა ჩემი მზერა 
იქნება ჯადოქარი!
და ისევ მარტის ქარი
დიდ ყინვებს შორის კვდება
ო, ეს ხმა გვიანდება
ქრის ღამე საკუთარი!
ლილებს არ ირგებს ლანდი
და არ აღიარდება
თუ კიდევ შემიყვარდი
რომ სამარამდე რჩება!
ჩაია შენი ყავა
და დილის ფერი ალი
სადამდეც ფრთები გავა
და ათის ნახევარი-
ოთახში მზეა თვითონ
ბრწყინავს და იხვეჭს ჩრდილებს
გააზიარებს მილებს
და მანძილს იჭერს თითქოს
ის ამბობს იყავ ერთხელ
და დაივიწყე "გუშინ"
"ხვალეა" საიდუმლო
და ახლა იყო თუ შინ
ეს როგორც საჩუქარი
იხილო უნდა გულში!
სად ქრება აღმაფერენა
იმ განვლილ დღეთა გენში
კვლავ ისაუბრებს ენა
და წარსულს იჭერს ხელში
ზის როგორც მატიანე
და ისევ ოკეანე
ჩნდება შენში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი