მე როცა საიდუმლო ამყვა სულისკვეთებით
მე როცა საიდუმლო ამყვა სულისკვეთებით იყო რაღაც უცხო და საშინელი დროება! გამქრალია დიდება ახლა თუ მეტყველებით იქ უკვდავი მუდმივი პოეზია იქნება! ჯერ შორია საღამო თუმცა ჩემში ვღრმავდები და ჩაძირულ სილურჯეს მინდა ერქვას სიახლე, რომ აღმართულ ჩემს წინ გზას არ ვიცი თუ გავცდები და არ ვიცი დროება გრძნობით თუ განვიახლე! მოდის ისევ ეტლი და წარუშლელი ფერი ცის ახლა ისევ ზღაპარში აღგიწერე ცხოვრება- მიმაქანებს საღამო შორს და ახლა მე ვიცი სად რომელი მომენტი უფრო მემახსოვრება! თუ თანაბრად დახრიან ყვავილები არსებას რაზეც თვით სილამაზე ცეკვავს, თითქოს სხვა იყოს მაშინ მოგონებების გიჟია დაარსება, მაშინ ვიწრო ოთახში პოეზიის ხმა იყო და გაიყო გონება ორად როგორც სამყარო მე ვეშვები ფართოდ და გახელილი თვალებით ჰაერს ეჯგაგურება ხორცი ამბობს: ცა ხარო! ზეცას ეპოტინება სული იდუმალებით! და როდესაც ამყვა მე იდუმალი ქროლება შეწყდა ვნებათაშორის აღელვება ტალღების თუმცა ჩემში დილიდან დემონი იზმორება და რაღაცა ცვალებადს რომ ურყევად გადენის! მომაწოდეს ტანდემის ჩაშლილი საათები თითქის ჩავრჩი ადგილზე და მუდმივად ვიქნები ჯერაც მახსოვს ბავშვობის რაღაც მასა მაწვება და ახლოა შეშლილი ვნება თეთრი მიგნების!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი