ჩემს ოთახს ქარი და სიცივე ეჩვევა


მე ახლა შეგრძნება ცხელ წყალში დაუშვი
და აღარ გავუშვი ცხელ წარმოსახვაში
როგორც ოკეანე დინება აუზში
როგორც მოლოდინი ლურჯ მთების ნახვაში!

შეზღუდვა იწყებს და საზღვრებზე შეხება
მსგავსია მწვერვალის და აღარ ვიძინებ,
არ იყოს სიზმარი რომ ზეცის ლექებად
არ იყოს თეთრ რკინის კარების სიმძიმე.

მე ვცხოვრობ იქ სადაც არ გრძნობენ გარეგანს
და არის ქმედება ყოველთვის კუთვნილი.
ეძახის უკვდავი ხაზი ზღვას და ზეგანს
ეფშვნება ფრთებისგან ცისფერი წყურვილი!

კიდეებს ვეძებ და სახეზე მემჩნევა
ხსენების სურვილი ვნებათაშორისი.
ჩემს ოთახს ქარი და სიცივე ეჩვევა
ჩემს სიტყვებს პატარა ჯვრის მეგაპოლისი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი