აქ შენკენ ლტოლვა სახეზე იძვრის


აქ შენკენ ლტოლვა სახეზე იძვრის
ნაქვთები იწვის, სამარე ბრუნავს.
მოძრაობს სისხლი და როცა იგრძნეს
შემთხვევით მოხდა, ვიღაცა ზრუნავს!
არავის ეძებს, არავინ იტყვის
მე მქონდა სახლი შენს მიღმა, შიგნით
მომწონდა წვიმა, მოვწონდი კოსმოსს
და ახლა ბრწყინავს რაც აღარ მომწონს.
მე ერთხელ ვიგრძენ ზეცაზე სიგრძე
მოეშვა მაშინ ყოველი გზნება
და მოძრაობდნენ ქარები ხიდზე
და მიყვებოდა მათ ჩემი ყოფნა
თუ სადმე მოკვდეს ეს ჩემი ვნება
შეისხას ფრთები და აღარ დარჩეს.
ახლა ჩემს ოთახს, ახლა ჩემს შვებას
აღარსად ველი, არავინ არჩენს.
და წვიმებისგან შექმნიან თოვას
ყოველთვის მეტყვის გარემო ვფრენდი!
და წაღებული ვით შემოდგომას
ნოემბრის ირგვლივ არაფერს ვწერდი!
ლურჯ პეიზაჟებს შეექმნათ ხაზი
და დემონური სახება მიპყრობს
ვზივარ და სადღაც ქარივით ნაზი
მკლავები ცეკვას, ვიღაცა ფიქრობს!
ვწევარ და ისევ ველური გემო
შემოდის ჩემში სიცივის ფრენით.
იმ გზას ძვირფასო თუ გავაგენით!
მზეები ისევ მოკლავენ ჩეროს
ო, ისევ მიმზერს  რაღაცა შენით
და ისევ შენკენ იხრება მდელო
მძიმეა სუნთქვა ყოველი ქშენით
მოისმის ირგვლივ ვიოლანჩელო
წივიან ზუსტი ბგერეთა კლასი
ოდესღაც სიტყვა თუ გავა გენით-
რომ გზაზე ყოფნა ყოფილა ფარსი
როგორმა ამ გზას თუ გავაგენით.
და გავა გემით დაძრული ნესტი
მომელის სადღაც უაზრო წოლა
დგას შემზარავი ის ევერსტი
დგას შემზარავი კვლავ გამოყოლა!
ო, მიქრის ქარი, შევუხვევ გვერდით
არ მჯერა ჩვენში შექმნილი ბინა
და ილუზიის ლამაზი ფერდი
და უტყუარი ჩვენს თავზე მინა-
დაღალულ თვალებს აჩვენებს ორთქლის
შემოსილ სხივებს და შორს თვითმფრინავს
შენ ნაწილი ხარ მსუბუქი ფოთლის
მე ისევ ქარი სადღაც მივფრინავ!
აგერ ვიღაცის ბაღში ფიქრს ძინავს
შემოჩვეული ველური ლანდი.
და არაფრიდან დაწყებულ წყენით
ჩემს ისევ ოთახს რომ შევუვარდი
მე რომ არასდროს ვიქნები სრულად
და რომ ცოტახნით მშვენება მომწონს!
ამას სიცოცხლის ბრძანება ზრუნავს
და ფიზიკური კანონი მოწმობს!
მე თუ არ მინდა დიდებას სცივა
გზაზე ქროლება მერსედესს აზის.
ვიღაცა ყვირის წითელი ქსივა
ძალა უფლების აშრობს ოაზისს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი