მორბის ისევ სტრიქონი


მორბის ისევ სტრიქონი შუაღამით მაოცებს
რაღაც იდუმალებას შეეხება თითები.
მოელვარე ციალის მსგავსად გაისაოცრებს
პოეზიის სინაზით სილას განვეზიდები!

სამუდამოდ დარჩება მწუხარების ანონსებს
ჩემგან გამოფრენილი მომღიმარე მორევი
წამიერი ცხოვრების არსით დაიქაოსებს
მომენტს- ოკეანური დინებით რომ მოვყევი!

გაშლილია ზეცები უდაბნური მირაჟის
და ჩაკეტილ ოთახში მეწვევა გაგიჟება!
თუ ოდესღაც მოხდება უსახელო ტირაჟი
მაშინ ჩემში სიყვარულს მხოლოდ თუ ეღვიძება!

უსასრულო ქაოსებს გავცდები და ვინატრი,
ისევ მომსდევს თანამდებ ძრავა შურისძიების!
ახლა თითქოს მომენტი პოეზიას მივართვი,
ისევ მკარგავს სიშორე ზღვების პლანტაციების!

შეწუხებულ ამინდებს შევეჩვევი წამიერ
გიგანტივით მეპყრობა მდინარება სისწორის.
ვჩანვარ ნუთუ კოსმოსში ახლა რომ ამჟამიერ
ჩემს ოთახში სევდაა და ხმა ტელევიზორის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი