წამი წუთისოფელიდან DVD-ის აწვალებს
წამი წუთისოფელიდან DVD-ის აწვალებს სანამ ის სარეცხს ფენდა ვიკეთებ სათვალეს და ახლა გარინდებას ჩურჩული ასწავლეს! შემშრალი გაწვიმება საყურეს ეცვლება და ახლა გაბრწინება მზის სხივზე ექნება სადაც სიცივის ფერი კვლავ ეთებერვლება! და მიქრის გათენება ამბორი აცვია მოძრაობს დედამიწის კანონიზაცია მძგერავი გულების სიგნალიზაცია! მემალება სულიში ძლიერ ოცნება, ვფეთქავ მე, ოთახის კელდებიდან ახდება, ერთხანს მე მომეწონა სხვისი მზერა, სიგრილე მერქვა მე! გადმოხრილი კორპუსების ანარეკლს ემგვანე და ახლა ზეცა აგავს მჭვირვალე ეკრანებს შენსავით ვარსკვლავების კარები შევაღე! უძლურია ისევ შენთვის შეშლილი შედეგი აღარ ვიცი ვინ მიხსენებს რა არის შემდეგი- ჩემს სიზმრებს შუქურივით ზღვის თავზე ედექი! და როცა შედსექი, სიყვარულის მტაცია ო მახსოვს მიზეზი და გრავიტაცია იქ იყო შუაღამის მექანიზაცია! გავქრები საუკუნის წიგნიდან, შენ ხარ მე ლოყებზე მორიდების ნათებას ვეღარ მე შევხვდები და ის ასე დარჩება- ანთია! უგულოდ მეზარება ყოველი ღვიძილი თუმც ისევ დამაძალებს თვალების სიმძიმე, მე ვახელ თვალებს და ახლა იცინი გავდივარ გარეთ- ქარებით ვიძინებ! დამტოვებს სადღაც ფოთლების ქაოსი რომ მოხდა უსასრულო ოცნების დაწვენა! მე ვწევარ- მთრთოლავია ქარები ხაოსი და შემდეგ ქარებიდან მაგ თმების დაცვენა...! და რაღაც მიაგნებს, ჭაობში ნიანგებს, მე მომწონს ყვითელი და აღარ მინდება ლოდინი- ახლა რომ შენც დაგაგვიანდეს, უშენოდ ძვირფასო მაინც გაფრინდება! მკვდარია გარეგანში შექმნილი ტყეები კვლავ მომწონს სიმარტოვის უცვლელი დროება არ არის წარსული და თუმცა დღეები სადაც შენ იყავი ,ო, მემახსოვრება! წამი წუთისოფელიდან DVD-ის აწვალებს სანამ ის სარეცხს ფენდა ვიკეთებ სათვალეს და ახლა გარინდებას ჩურჩული ასწავლეს! და ასე გაჩუმება მომყვება სულს მიძრავს არ არის უშედეგო შეცდომა თუ სიზმარს ემსგავსა ცხოვრება და განვლილი საათი და ახლა სულს ვფიცავ, შენ ხარ მუსაათი! ზამთრის სიგრილე ანცია შემოდგომისას გთხოვთ მომაწოდეთ რაცია გადავცემ თბილისს რომ "ფოთლები გაცვია"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი