მარტივად ვყვები


მარტივად ვყვები 
სილუეტებს, ქარით ვქრები
მოჩვენება ამინდებით, ოთახს ისევ შეგუებით
ვგავარ მითუმეტეს, როცა მარტო ვარ იმეტებს
პოეზიას გაყრუებით! 
ჩემში რაღაც აფუებით
აცხადებს სამარეს და სამარეა აგურებით
მორბენალ კამარებს ხმა შევძინე გაკუებით
და ახლა ისევ სხვა ყურები, 
ისმენენ და იმაგრებენ რაღაცის მთქმელ საყურეებს
მე თავს დავაღწევ ამ ყურეებს, 
გავეშვები ზღვების იქით, 
და ახლა იქ რაც არ უყლევებს 
არის სხვა ინსტნქტით. ჩაის ჭიქით
წამოვწვები ისევ მზეზე, ამ სახეზე 
რამდენს უთქვამს სიზმარივით
რომ არსებობს შენს ნაქვთებზე
მშვენებები ცის ნამივით!
ქრის ხამივით 
ოცნებების ქაოსს ისევ მივადექი დგას ხრამივით,
ფრთებზე უფრო მაღლა ვიგრძენ და მოვწყვეტ ამ თავს წამივით
კარპედიემ ამ განივით
სად წაიღებ ჩემს ქროლებას უმოწყალო საგანივით
ვრჩები წიგნის კალამივით
მწვერვალებზე მოშრიალე ალამივით!
შემჩნეული ალმასები ცაზე ისევ ვარამივით
ფეთქდებიან გზნების უსულდგმულო წალამივით
და ახლა ვკივით
ბავშვობიდან არსებული შესუდრული გახსენებით
დამალული ნახსენები!
იდუმალი გაიხსნება როცა მარტო ვარ ხსენებით
ჩემში არტოა სცენებით,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი