სამყაროს ქარებს ...


სამყაროს ქარებს მივმართავ მტვერი,
მივმართავ სივრცეს ქროლების ფორმით!
უკიდეგანოდ ქრის ყველაფერი
და ერთ კუთხეში გროვდება ბოლი!

მივმართავ- გავცე ყოველი ნიჭი
და ვეზიარო შენს უკვდავ ვნებას!
20 წლამდე სევდით გამხდარი ბიჭი
და 20ის მერეც იგივე რჩება!

ნელა მოძრაობს ოთახში ქარი
ვუყურებ სარკმელს და შუქი კრთება
საით წავიდა გზა საკუთარი
სად არის ძალა, რა მემართება?!

უყურადღებოდ შემოდის ზარი,
და ყურადღებას ითხოვენ ჩემგან!
ოთახში ისევ შავია ქარი,
შუქია მცირე, მტვერია ყველგან!

გამთენიისას შეზღუდულ ფერებს
როდესაც ლურჯში იზრდება თეთრი!
ტალღების მსგავსად მიაქნევს ხელებს
და ასე სულში გაიხსნა, მკვეთრი

დაშვება წმინდა გონების, ვფიქრობ:
დარდიდან იშვა ღიმილის ფენა!
რამდენ პირობას სიჩქარით ვმლიქვნობ,
ქუჩაში ქარი და თოვლის ცვენა!

ხაზები შორით იშლება თითქოს
ღამეულ დროში მომენტად დარჩა
თვალები ზღვიდან გასვლას რო ითხოვს
და ჰორიზონტი როდესაც არ ჩანს!

ნისლია, ნისლი გონების ახლა
მე მარტო ცისფერ კვამლით ვსვრი ბაგეს!
ადმენ მოპყრობით სხეული გახმა,
ამდენი ქროლვა ცვეთს ლიანდაგებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი