მე თუ...


მე თუ ვმაღლდები, ჩემს თავზე მხოლოდ.
ძლიერ ქარებს ვგრძნობ უდაბნოს გავლით
და სიჩუმეა ჩემში სიმბოლო
მარადიული სწავლის!

მე თუ დავცინი, ჩემს თავს დავცინი,
თუ სხვას ვახსენებ მასში ვყოფილვარ!
და ეს დიდია როგორც ბარძიმი,
და ეს მძიმეა ვით მიმოხილვა!

საუკუნენი განუტევს სულს და 
ჩვენ ვინ დაგვაცდის მარად ცხოვრებას?
და კვლავ არ ვიცი რა მსურს ან მსურდა,
თვითონ სურვილი მემახსოვრება?

ქარების მსგავსად, ქროლების დროით
სადღაც, სამშვინველს შეექმნა ბინა!
და მე ვიგრძენი ცა უსაზღვრო ვით!
მართლა ზეცაა, არ არის მინა!

დავიწყებული სულთაა გმინვა
შემდეგ ნატიფი თითების რხევით
თითქოს ოცნება ახლა აფრინდა
ემანაციით ჩანდა მთაწმინდა
და მე ვუმზერდი ქარებს მოსმენით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი