მთვარე არის...
მთვარე არის თუმცა ღამე ვერ ჭიანობს ყველას შენი თმა აქვს, ხალი მუხლზე მარცხნივ ყველა ჩემი გოგო შენზე ეჭვიანობს და მეც მათთან წარმოსახვით ისევ შენს თმებს ვვარცხნი! გვიან მეღვიძება, ვდგები რადგან ვიტევ მდუმარების განცდილ საიდუმლოს მარტო შუშაბანდით შემოქროლილ ლანდებს დავაბიჯებ- შუშაბანდით ცისფერ მტვერში თოვლად ავიბარდო! საზღვარში არ ეგდო ჩემი მწუხარების ხაზი როცა ჩემში შექრის სპექტრი და სინაზე! და ახლაა ცვენა ლილის ფანტელებად სევდის- Claro intelecto, გარეთ ქარი სიელექტრის! რაღაც მძიმე სუნთქვა ისევ არ მტოვებს და რჩება... კედლებს მუქი ფერი ,ნელა, დროებით გადასდის! ამდენ ხმაში ჩემს ოცნებებს- სად ხარ ჰა შენ ჩემად?- ჩაფიქრების დროსაც მხოლოდ შენი სუნი ასდის! ვისაც აჩვევ გასდის, ვისაც არჩევ ქრება, სიხარულის გულწრფელ ხატვას მხოლოდ მაშინ გზაზე როცა სულის ფერთა იანვრებმა მომიტანეს სუნი შენი ცხოვრებაში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი