მუსიკა- ის შეიძლება...


მუსიკა- ის შეიძლება უკრავდეს თავში,
არ მომაგონოს არცერთი სახე
უკანასკნელად როდესაც ახელ
ძლიერ გადაღლილ თვალებს და ქარში
ყინვის ცისფერი ზოლები ცაში, 
აქ უაზროა როდესაც ნახე
გივლის ზღვის ფერი ქროლება მაშინ
კვლავ ყვითელია ახლა ზღვის ფსკერი
თითქოს უდაბნო დაფარა წყალმა
და ხსენებაში წაიღო წამმა,
ეს ენერგია- უკვდავებაში!
ო, შიშველია გარემო ახლა,
თითქოს გარდაცვლილ ფოთლებს ვიგონებ-
ამ სიზმრის სახით, მსურს გადალახვა
და თუ სამყარო დამაიგნორებს.
მე მას მოვუსმენ ცვალებად სულში
როგორც დინება არ ტოვებს ტკივილს
გადააქვს მუდამ და გზაფხულში
ისევ ზამთარის განაგრძობს ჩივილს.
და უშედეგოდ განაგრძობს პროტესტს
ხაზი ზოლების ჰორიზონტს იძენს
ახლა ფიფქები ეცემა პროსპექტს
ამ სიმარტოვის მილებს და სიგრძეს!
როგორ აღიქვამ ან როგორ იგრძენ
შეცვლის ვიზუალს და როგორც სიზმარს
არ სჭირდება ფრთა არ ეძებს მიზეზს
რომ გარდასახოს ყოველი პრიზმა-
ირგვლივ ნაჭუჭი, ხანია ფუჭი
თუ არ მოქმედებ სულ სხვა უფლებით
ანუ გონების თავისუფლებით
არ გააჩნია რომ მას მუხრუჭი.
მიდის სისწრაფე პერსენკს ედრება
ელვით აცხადებს სინათლის მღვიმეს-
რადგან სხეულს აქვს მხოლოდ ვედრება
განა სულს უნდა და ეძებს ვინმეს!
მართლაც, რომელგან სურვილი არ დგას?
ისევ ქაოსში შეიცვლის მორევს
სხეულს სურს ლურჯი ნოტები რადგან
მე თითს ვაყოლებ ლეიბის ზოლებს!
ახლა ლოდინი კარცერს ეფლობა.
სამ ცას შევიძენ, სამჯერ გაფრენას
რომ არც მიზეზი არ დაეთმობა
და არავისგან ვრჩები ნაწყენად!
შემოამტვრია ქარმა მარცხენა
ჩარჩო კარების, ჰაერს დროეთის
კვლავ შეუძლია განსჯა, დარცხვენა
და სილამაზე- ტაეპს პოეტის!
მე არ ვამბობ რომ ცა ინდოეთის
მხოლოდ ასახავს ყვავილის ფერებს
რადგან სილა დგას უდაბნოეთის 
და თითეულში თავს გაიხსენებს!
მტვერად დავრჩე და წვერად დარჩება
სახე მყინვარის და მოდის კლიშე
რომ ეს თვალები აღარ გაჩნდება,
ღმერთი მოკვდება იმარჯვებს ნიცშე!
ახლა გროვდება მუცელში სივრცე
ლოტუსს თუ ვერა ახლა ვფლობ იას
მინდა სხეული მის მშობლებს მივცე
და შეაჩერებს ავტოფობიას!
მთვარით ჩამოსმულ ნათებას მივყვე,
ცით რაც ანათებს უკვე მორგია-
ამგვარ აბსურდში ღმერთები იყვნენ
მე კი მსურს ვფარო სივრცის ორგია!
თითქოს ეს კანი იცვლის ოკეანს,
არის ქერცლი და ველად ბოლია
და გახვეული დგას აპოპეა
ვით სასიკვდილო პელაგონია.
მინდა სასხამი მსგავსად პიონის
როცა დრო ისევ დაკარგავს ავტორს
და გაიხსენებს კავკასიონი
ლექსში გახვეულ მკვდარ იმპერატორს!
ახლა სივრცეთა ცვლაში ვბანაობ
და მიძინების მახლავს გათიშვა-
მეფეთ წინაპარს ვიცვამ ფარაონს
რომ სილის მთებში კვლავ და კვლავ ვიშვა!
აღარ ჩერდება ახლა გონება
რომ არ ჩერდება არც ვეკარები
მე ფრთებს მოვიხსნი როგორც ოცნება
და სიზმარს უკან მივეპარები!
ისევ დაღლილი თვალთა მტვერია
სადღაც მზერაა- შორი მიწები,
ათას ლაჟვარდებს აქვს მისტერია, 
ო, პოეზიით თუ დავიწვები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი