ორ მხარეს შორის...


ორ მხარეს შორის და ასე მარტოს
მომიწევს ცის და მიწის შვა გავძვრე
მე როგორც ვიწვი ცას, არა მარტო,
არ ახსოვს არც მზეს!

არ შევეხები განდევნილ რამზესს
და არა მარტო, მე წავალ ზევით
და ყველა სახეს რომელიც დაწვეს 
შევხედავ ახლა  წამის მოხვევით

შედეგებს აქრობს, სურვილებს მძიმეს
და მარტოობის მოდის შეტევა!
მაქვს მარტოობა ოთახზე მცირე
და მიკვირს, ყველა როგორ ეტევა!

შუახნის ლოდინს! ლოდინით მოვა
ყოველი ის დრო რომელიც დაგრჩეს
და იცი გარეთ ახლა მოთოვა-
და მაინც თოვლში მე ფიფქებს ვარჩევ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი