მე წავალ მრისხანედ...


მე წავალ მრისხანედ შორ უდაბნოეთში
და წავა მოწყენის ცივი გაღიმება
მორეულ ზღვებს იქით და ნაცნობ დროეთში
ჩამომცლის ხსომება რაც მოედინება!

და შემდეგ ქარებთან გავაბამ საუბარს,
არ მახსოვს ოდესმე გვერდში რომ არ მახლდეს
მე მაინც ღმერთივით ჩამოვხსნი ნაუბარს
სულაც რომ ჩემს გულში სატანა ჩასახლდეს!

გარიყავს ქაფები ნელ-ნელა გვამთა დროს
და რჩება ლანდივით საც იდგა ქმნილება.
ამხელა ცვლილება მისდღემში არ მახსოვს
არ მახსოვს მისდღემში ამხელა ცვლილება!

ვეძებდი ხომალდებს და შემრჩა ნიავი,
უშორეს ზღაპარში ვიზრდები ყვავილი.
ამბობს დრო: "ყოველთვის იქნება გვიანი
მიცნობს ის ვისთვის ვარ ჩავლილი თვლიანი!"

მომეცით აწმყო რომ გავიძრო ხნიანი
სხეული, ფიქრები, მშფოთვარე შეგრძნება.
ვარ აწმყო და ვამბობ შენთვის ვარ გვიანი
ჯერ უნდა წავიდე რომ მოხდეს შეგნება!

რომ მოხდეს ჯერ ვნება იქნება უაზრო
ვნებამდე თუ ვნების არ მოხდა შეგრძნობა.
იქნება აფსურდი გზებიდან შუას რო 
მიებას ფიქრები ან ურთიერთობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი