რომელ დროებებს...
რომელ დროებებს შეჩვევიათ მხოლოდ დარჩენა არის ოცნება სილურჯეში როგორც მესერი ჩემი პირველში შუადღისით მოხდა გაჩენა და პოეზიის ვარსკვალვებში უკვე ვეწერე! როგორ რთულია იშვიათი იყოს არჩევა რა იოლია შეჩერება დროთა ნაკადის! როგორც მიჩვევა ისევეა ეს გადაჩვევა ნახე ძვირფასო ამ წუთებში მზე რო გადადის! ჩემი ფანჯრიდან ლანდი არის ნაძვის ყოფილის მთვარის დარჩება გაცივების ამანათები არის მწუხარე გასხივება თუმც სრულყოფილი ჩემში მორევად ამღვრეული ხასიათები! მაქვს გენეტიკა მრავალხმიან ჟრჟოლის წოლება და კოსმიურად ჩაძირული ნისლთა პრერია! კვალის გარეშე ზეცაზეა გადაქროლება და ჩემს თბილისში მთაწმინდაზე ეიფელია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი