ცებს არ აოცებს


ზღვებს გადავუფრენ მეხებიან მათი შხეფები
ჯერ რომ არასდროს მინატრია ქართან დარჩენა
გაუჩინარდნენ თეთრ ბურუსში ლანდთა მეფენი
და ავენთები სიბნელეთა აღმოსაჩენად!

ცებს არ აოცებს მარმარილოს ბზინვა, ბრწყინება
ცით სურვილები ირეკლება ლურჯი ოცნების!
არ შევაჩერებ და უბრალოდ მე მეწყინება
რომ ნება არ აქვს სამყაროში სულს გაოცების!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი