ზედმეტია აქ ლაპარაკი
მინდა ,მოგწვდე, შეხება შენი ვნახო სამყარო შენი ნაშენი. როცა ტირიხარ აბაზანაში, როგორ იდექი სადარბაზოში. ყველა ზამთარი, და ყველა ქარი, ყველა ფოთოლი ვარდნადი არი, შეცვლილი სახე, სიბერე მოდის მემახსოვრები როგორიც ოდეს. თუნდ ჩემი ქუჩა აღარ გახსოვდეს, თუნდ ჩემი ქნარი გაცვალო სხვაში. მაინც ჩავყვინთავ და არასოდეს აღარ ამოვალ- შენა ხარ ზღვაში! სულ რამდენია ხალები ტანზე? მაგ სილამაზეს არა აქვს ნაკი, გაქვს სიმახინჯეც და ატანაზე ხომ ზედმეტია აქ ლაპარაკი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი