ქვა ხარ და ქვებში შენ უფრო ქვა ხარ


ქვა ხარ, ცივი და გრძნობათა უგრძო
ტყვეობებიდან ტრავმული თვალი.
მძულხარ, არ შეგიძლია ვინმეს განუგრძო
იდუმალება თვალების- ალი!
ქვა ხარ და ქვებში შენ უფრო ქვა ხარ!
მყარი ძირია თითქოსდა გაშრა-
აღარ ყოფილა ახლა წვიმები
და დიდი ხანი წვიმები არ ჩანს!
უძინარია თვალებზე რული
აწყვეტილია ყოველი ძაფი
მე აღარ მახსოვს ეს "სიყვარული"
და სიყვარულში საზღვაო ქაფი!
ოდესღაც გახდა კარები კლიტე
ჭაობმა ხარბად შეჭამა ძალა!
მე ჩემს შიგნიდან- გამოვიფლითე,
გარე ფასადი- ცივი მასალა!
ყინვაა, ცისფერ დღეებში მსრბოლი
ყინვაა ჩემში თოვლის გარეშე.
კვლავ გაიღვიძებს ძველი დემონი
და გაიქროლებს სიმწუხარეში!
კვლავ გაიღვიძებს გიგანტი სულის
კვლავ იმოქმედებს გულის მანქანა!
გაელვებაა ახლა წარსულის 
ცების მშვენებას უწევს ატანა!
ააღორძინე შენში სატანა
და თანაც ისე რომ ვერ ბედავდი.
მე ხომ ვეცადე შენი გატანა
და შენ კვდებოდი- მე ხომ ვხედავდი!
ჩარეულია სივრცე, სამყარო,
ზეცა, მიწები, ქარი- ჯაჭვური!
მე რომ გრძნობები ვერ დავამყარო
და ვგავდე ისევ გულის საჭურისს?!
ბოროტო, ავო, მაცდურო, მქმნელო, 
დაჯერებულო, უფერო სულო
რამდენ ნიადაგს გაუთხრი საფლავს
შენ საკუთარი რომ დაასრულო?!
მძულხარ და გძულობ ყოველთვის რადგან
არ არის სახე მძლავრი მიზეზის
შეურხევია ( არ იძვრის) ოთახში ფარდაც 
რადგან ოთახიც ჩემს ქვებს მივეცი!
თუ სიბნელეა ირგვლივ ნათება
მე დავბნელდები უკუნე ღამით
ხასიათების ზღვა მემართება
და ყოველივე შთანთქვაა  წამით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი