შორეულ საზღვრებს…


შორეულ საზღვრებს მიაღწევს ყეფა
გამეღვიძება უცნაურ ადგილს
ნაცნობ კედლებში გამეღვიძება
და ის დაფარავს ოთახის მანძილს

ძილიდან ძილში შთანთქმული ნისლის
უეცარ ქროლვით გაშვებულ ზღვებზე
უმართავ გემზე ხასიათს ვიცვლი
და არ ჩერდება საჭმელი თეფშზე!

შორს შეწირული იარა მხრებზე,
ღრმად განწირული ცრემლების ძალით
მივექანები სისწრაფის მთებზე
აწ განწირული ჩემი სათვალით!

ყოფიერების უკუღმა ხიდზე 
უკიდეგანოდ გავახელ თვალსაც
თუ მოხვალ ჩემთან ჰორიზონტს ვკითხე
არ შეგვიგრძვნია სივრცესაც, წამსაც

თუ მოხვალ ახლოს უარმყოფ ორგაზმს
თუ იტყვი ცითგან განდევნილ სიტყვას
ცისფერი ჩემში დღეს სული ბორგავს
წვიმაზე მეტჯერ მე გული მირტყავს!

წამიერ სტყორცნას ვით მეომარ დრო…
ვერ შეხვდე თითქმის უბრალო ხმაში
დანტეა სივრცე, დრო- ლეონარდო
და-ვით ანჯელო, მე ვარ მათ შვაში!

ო, გაყინული მთებიდან იძვრის
გიგანტი ცისკენ, დემონთა სიოს,
მე გალაკტიონს ტერენტთან ვისვრი
და გადმოვხედავ მთებ კავკასიონს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი