ღამის პაუზა
მე მინდა ახლოს რაც გიჩანს ხაზი მაგ წრიულ სარკეს უყურებს მთვარე თავს გადებ მოდის სიმშვიდის გაზი და შენს თვალებში ბრჭყვიალებს ღამე და როგირც მაქვე დახრილი ტიტა ასე იხრება სურვილი შენკენ ვიცი რომ ბრაზობ და ასე გინდა მაგრამ გიყვარვარ და მაგით ვერ მტკენ და ახლა ხვეულს არ ელის იგი რადგან აქვს სწორი მიზანი თმების ბულვარზე როგორც პალმების რიგი ზღვაზე ელავენ მარგალიტები ისწორებს თმას და არა აქვს რიდი ლამაზობს ღიმით, მზეები ქვრება და მოდის ღამე ჩემთან ვით გიდი მიამბობს ჩუმად შენთან რა ხდება და ან რა მოვრჩე სასრული წყდება რადგან აქვს ჩემს ფრთებს მილევა ქარის რთულია სუნთქვის ან დავიწყება ან აღარ ფიქრი შენეულ ქალის მე აქ ვწყვეტ მწვერვალს პოეტთა ძვლებში სადაც წამს გრძნობის დიდება იყო ის კი იღიმის თამაშ თვალებში და ცინიკურად მეძახის ნიკოს მე წავალ გარეთ მარტო და თქეში თუკი გამოსცემს- ჩემს გულს რო შია! უამრავ ყვავილს წავაწყდი ღმერთში და თუმცა ღმერთი მხოლოდ შენშია! ვიცი რომ არ გაქვს მოწყენის ძალა და ასე შენში დუმს აგრესია შენს გამო ლექსი გარდაიცვალა ვიცი არ გიყვარს ეს პოეზია! მე მოვალ ღამით ჩუმად და ფეთქვა… შენ იგრძნობ ყურთან სუნთქვათა ღუზას და კოცნით გეტყვი რაც უნდა მეთქვა და ასე გვერწყმის ღამის პაუზა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი