თუ ვინმეს წავშლი
თუ ვინმეს წავშლი იშლება მუდამ როგორც არ უნდა იწვიმოს მარტში! და ვატან გრძნობებს არ მინდა ხურდა დაიტოვე და ხურდებში დარჩი! იღწვიან სადღაც ცებს მიღმა მნათნი წყდებიან როგორც სურვილებს ქრობა ზეცაზე ახლა სიჩუმეს ვაცდი და ასე ზეცა სულს დაეყრდნობა! ო, ამ გვარ ქაოსს დაეტყო შვება და უფრო კვდება მწუხარე ქარში! და ყოველ ჯერზე ვინც მარტო რჩება ტყვიაა იცის მაგ იარაღში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი