გადმოაგდო წვეთები წვიმის
გადაიხარა მინდორში ვარდი და გადმოაგდო წვეთები წვიმის! ახლა საათი უაზროდ წივის და შემზარავი ფრიალი ფარდის… არა იცვლება ყოველ დღე მინის თითქოს დაკიდეს ეკრანი თავზე და ნაპერწკალი არ არის თვალზე გარეთ არავინ აღარ იღიმის! რუტინა ირგვლივ და მაინც ცვალეს თუმცა შეცვალეს მხოლოდ სხვაობა არს ერთნაირი სხვა და სხვაობა და მაინც აზრი ვერ გამოცვალეს! გარეთ ქარების არმია იღწვის გადარეული ლანდები გარეთ ზღვების დუმილზე შემოაპარეთ ჩემი ოცნება ტამსაცმელს იცვლის! დილის ფერებში გაისმა მთვარე და ჩაფიქრება წასვლისკენ იძრა! სურვილზე მეტად ტოვებს ნაპრალებს კი არ შენდება არის მიწისძვრა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი