ბაბუაშენზე
უბერავს ქარი შენ დგახარ ქვასთან და სანთლის შუქი, ბჟუტავს ალაოდ! რამდენი სიტყვა გულშია თქმასთან! შენ ხარ იქ, ბაბუ და სასაფლაო! მე მახსოვს ადრე რაც იყო ჩვენში. მე მახსოვს როგორ მიჭერდი მზერას! და მახსოვს როგორ მიყვანდი ხელში, და საპარს ქაფში ბაბუაწვერად… მინდა რომ იყო ჩემს გვერდში ახლა, მინდა თქვა ჩემზე რაღაცა ნაზი! მსურს გადმოვშალო ეს ჩემი დაღლა და აივანზე შორ მთების ხაზი! რომ მითხრა დარჩი ბაბუა ჩვენთან! ამდენი შრომა ამოვა ყელში! მარტო ნუ მტოვებ ბებიაშენთან! მახსოვს სიმკაცრე ჯინჭარით ხელში! შენ არ წასულხარ ჩემში დარჩები. გეძახი ძლიერ, გიჭერ წარსულში! და ვიცი რადგან, მე გადავრჩები მუდამ გექნება ადგილი გულში! და ამბობს- ქარი ტყეებში სახლობს! სულ ცოტახანში იქნება თოვა! - “ბაბუ ყოველთვის მისმენდა ახლოს. ბაბუმ არცერთხელ არ მიმატოვა!” გიყვარდა მასში სიცილი ნელა, გიყვარდა მასში უხეში დარდი! შენ გიყვარს ბაბუს თვალებში ლევა! რომ სიმკაცრეში ყვაოდა ვარდი! მისი ულვაში, გინდ ჩხუბი, სითბო! ტანისამოსი გარეთა, შინის! ის სიკოხტავე კაცში რასც იგრძნობ!!! იცი? მე აქ ვარ და ნუ გეშინის! უკიდეგანო სურვილი წასვლის შინისკენ რადგან იქ გელის ოდა! შენ მზე გიყვარდა ფანჯრიდან ჩასვლის და შემდეგ ღამე ნარდით რჩებოდა! შენ გიყვარს მზე იქ ფანჯრის ფონია! ვიცი რომ მშვიდად მოუსმენ შვებას- მთებს გურული აქვს პოლიფონია და არავისი არ სურს გაშვება! მეც ეს ვიგრძენი როდესაც სახლში მე შევიგრძენი სიმშვიდის ფენა და ენერგია სიმშვიდის ალში მიწვევდა როგორც მუდამ დარჩენა! მე მართლა მსურდა მანდ ყოფნა, მართლა! მე არ მიმდოდა უშენოდ წოლა! რამდენჯერ ბრძოლა, დავკარგე დათვლა! მინდოდა ზრუნვა ცეკვით აყოლა! მინდოდა შენთვის ჰამაკში მეთქვა ჩუმად და ნაზად- “მიყვარხარ მერი” რომ მოგვესმინა ჩვენ გულის ფეთქვას ან თუნდაც გვეთქვა სულ არაფერი! მეც ვიქნებოდი საფლავზე გვერდით მოგეკრობოდი რომ ვიცი სევდა! შენში რომელიც ირწევა ღმერთით! ჩვენ კი ღამეში სანამ გათენდა! თუმც რომელ ღამეს არ ახლავს დილა? ან რომელ ზაფხულს არ ფარავს თოვა? ახლა თუ ვერა, ვიცი ნამდვილად- ჩვენი იქ ყოფნა სულ მალე მოვა! და ამბობს- ქარი ტყეებში სახლობს! სულ ცოტახანში იქნება თოვა! - “ბაბუ ყოველთვის მისმენდა ახლოს. ბაბუმ არცერთხელ არ მიმატოვა!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი